საქპატენტმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) პირველ მასშტაბურ დასაქმების ფორუმს უმასპინძლა. ფორუმისთვის გამოყოფილ სივრცეში განთავსდა საქპატენტის საგამოფენო სტენდი. საქპატენტის წარმომადგენლებმა სტუდენტებს ორგანიზაციის საქმიანობის, დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.
26 აპრილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღეა. ამ
თარიღთან დაკავშირებით, საქპატენტმა 13 სხვადასხვა უნივერსიტეტის
სტუდენტებს მცხეთის სათავო ოფისში უმასპინძლა.
ევროკავშირის პროექტის EU4IP („ინტელექტუალური საკუთრების უფლებების გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“) შემფასებელი მისიის წარმომადგენლების ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში იმყოფება პროექტის ხელმძღვანელი იბონ ორმაზაბალი. მისიის მიზანია პირველი წლის სამუშაო გეგმის მოსამზადებლად დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრა და ტექნიკური დისკუსიების გამართვა.
დღეს საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“. საქპატენტის მიერ მომზადებული საქართველოს კანონის პროექტი, პატენტრწმუნებულის კვალიფიკაციის მოპოვებასთან, რეგისტრაციასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხებს, ასევე პატენტრწმუნებულთა ასოციაციის შექმნისა და ფუნქციონირების საკითხებს დაარეგულირებს.